Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს პარლამანტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 2026 წლის 27-28 მაისს გამართავენ კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას - „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“ .

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

კონსტანტინე გამსახურდია და ქართული სულიერი ტრადიცია;
მითი, ისტორია და ფილოსოფია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში;
კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ინტერმედიალური ასპექტები;
კულტურათა დიალოგი;
კონსტანტინე გამსახურდიას ენა და სტილი;
ემიგრაცია და ქართული ლიტერატურა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 აპრილამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: humscience@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული


სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება:


კონსტანტინე გამსახურდიას ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია;
კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა.

საკონტაქტო პირი:  

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

თეზისების გაფორმების წესი:
 
გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-
ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად; 
7. ფორმატი — A4 
8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen) 
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი
გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 
· საკვანძო სიტყვები;
· თეზისების ძირითადი ტექსტი.

თარიღი: 22/01/2026